განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი ჩვენზე იმაზე მეტ განსაცდელს არ უშვებს, რამდენი ძალაც გვაქვს. ბროლისა და შუშის ჭურჭელს ხელოსანი მსუბუქად ურტყამს, რათა არ გატყდეს იგი, ვერცხლისა და სპილენძისას კი მაგრად მიარტყავს; ასევე უძლურებისთვის - მსუბუქ, ძლიერებისთვის... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
ზოგიერთი თავდაუზოგავად ცდილობს ადამიანური დახმარების მიღებას, ღმერთს კი არ იხსენებს. "ღმერთი ჩვენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩვენ ფრიად" (ფს. 45, 1).
განსაცდელის განჭვრეტა და მისთვის წინასწარ მზადება ნიშნავს ახლანდელი, თითქმის ნებაყოფლობით ტანჯვით შევამციროთ მომავალი წამება. ეს თითქმის იგივეა, რომ უმძიმესი ვალი ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა ვადებში გადავიხადოთ.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ განსაცდელის გადასატანად მანამ, ვიდრე განსაცდელი მოგვიკაკუნებდეს, რათა გამოცდილნი აღმოვჩნდეთ მაშინ, როცა ის დაგვატყდება თავს.
402. შეუძლიათ თუ არა დემონებს, ვინმეს რაიმე კეთილი აუწყონ? რით მჟღავნდება, რომ ეს სიკეთე დემონისგანაა და რით განსხვავდება ის საღმრთო სიკეთისაგან?
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ... იხილეთ სრულად
მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომე... იხილეთ სრულად
ის, ვინც აქ არ დაიტანჯება, იქ გაიგონებს სიტყვებს: "შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი ცხოვრებასა შენსა" (ლკ. 16, 25).