თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
სიმშვიდეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ის, ვისაც არ შეუძლია, თავი ყველაზე მეტად დაიმდაბლოს და ყველას მსახური იყოს.
როგორც მიცვალებული არ ჭამს, ასევე თავმდაბალს არ შეუძლია ადამიანის განსჯა მაშინაც კი, თუ მისგან კერპების თაყვანისცემას ნახავს.
თავმდაბალნი სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებელნი არიან, რადგან საკუთარ სისუსტეებს გრძნობენ.
თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს, ისწავლე, გმირულად დაითმინო სხვებისგან მოყენებული წყენა.
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის
ჩვენ გვგონია, რომ თავმდაბლები ვართ, ვიდრე არ გვეხებიან. ეს თავმდაბლობა არ არის! ჭეშმარიტი თავმდაბლობა ის არის, როდესაც გამცირებენ, შეურაცხგყოფენ, შენ კი საკუთარ თავს ეუბნები: ეს ყველაფერი ჩემი ცოდვების ბრალია.
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება