მხილება - ციტატები, გამონათქვამები
მხილება - ციტატები, გამონათქვამები მხილება, გამონათქვამები, ციტატები
38. ნუღარ ამხილებ იმას, ვინც განეშორა ცოდვას და უკვე შეინანა, ხოლო თუ ამბობ, რომ ღვთისნიერებით ამხილებ მას, უპირველესად შენივე ბოროტებანი გახადე ცხადი.
37. არსებობს მხილება უკეთურებით და შურისძიების მიზნით, და არსებობს მხილება ღვთისმოშიშებით და ჭეშმარიტად.
30. კეთილი და ღვთისმოყვარე კაცები უკეთურებაში მაშინ ამხილებენ ადამიანებს, როდესაც ისინი მათთან პირისპირ არიან, მაგრამ თუ არ არიან მათთან, არ კიცხავენ, ამასთან არც სხვებს აძლევენ იმის ნებას, რომ შეეცადონ მათზე რაიმეს თქმას
თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ, რომ მრისხანებამ ჩაიარა, მშვიდობა დამყარდა და განსჯაც უვნებოდ მუშაობს, მაშინ თქვი სასარგებლო
ყველა, ვისაც მხილება აღაშფოთებს და გაურბის მას, თვითონვე ადასტურებს, რომ ვნებითაა შეპყრობილი, ხოლო, ვინც მხილებას მიელტვის, ჩანს, რომ ვნების ბორკილებიდან გათავისუფლებულია