წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
114. ისევე როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ასევე რგებს ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა, რადგან პირველთ აჯანმრთელებს, ამ უკანასკნელთ კი სინანულისთვის განამზადებს ხსენებული წამლობანი.
156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც).
109. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.
8. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად გვასწავლიან ჩვენ, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ, და ისინი ჩვენ უნებურად სინანულისკენ წარგვმართავენ.
139. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება, რადგან სინანულისკენ იზიდავს ტკივილში მყოფს და ათავისუფლებს მას საუკუნო სატანჯველისგან.
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
7. ხარ რა სწავლისმოყვარე, იყავი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამპარტავნებს ადამიანს (I კორ. 8.1).
ვინც არ იცის ჭეშმარიტება, ვერც ჭეშმარიტად ირწმუნებს, რადგანაც ბუნების კანონის თანახმად, ცოდნა წინ უძღვის რწმენას.