სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია, იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. „წმიდაა წმიდათა“, - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზიარებისათვის. ამ ორ სიტყვაში ღრმა აზრია: ქრისტეს წმიდა ხორცი განკუთვნილია მხოლოდ წმიდათათვის, ე.ი. მათთვის, ვინც სინანულისა და აღსარების საიდუმლოს წყალობით თავისი შინაგანი სამყაროს განწმენდით წმიდა გახდა. ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანულისა და გამოსწორების გზაზე დავდგეთ!

მთავარია, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, ჩვენი ცოდვები და ღვთის იმედით აღვსილნი სინანულისა და გამოსწორების გზაზე დავდგეთ, სულიერი ფერისცვალებისთვის მოვემზადოთ. მთავარია, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანებანი

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სულის ხსნის სამი ძირითადი საფეხური

წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ ძირითად საფეხურს მოიცავს:
უნდა განვეშოროთ ცოდვას;
ხოლო თუ შევცოდებთ, სინანულით უნდა განვიწმინდოთ;
მაგრამ თუ გულწრფელად ვერ მოვინანიებთ, მწუხარებას შეგვამთხვევს უფალი, რათა დანაშაული გამოვისყიდოთ.
ჩვენში უმრავლესობა, ალბათ, მესამე კატეგორიას ეკუთვნის, ამიტომაც განსაცდელი და მწუხარება არ გვტოვებს. მაგრამ გვწამს, მაცხოვარივე მოგვცემს ძალას მათ დასაძლევად. წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სადაც ნათელია, იქ ღმერთია!

შევეცადოთ ნათლის მსახურნი გავხდეთ, რამეთუ სადაც ნათელია, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, გზაც არის. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14, 6), - ბრძანებს უფალი.
მაგრამ ამ სიმაღლეზე რომ ავიდეთ, აუცილებელია გვქონდეს ღრმა სინანული. შევეცადოთ ნათლის მსახურნი გავხდეთ, რამეთუ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანულის გარეშე ერი სულიერად კვდება

თითოეულ ჩვენგანსა და მთელს ერში სინანულმა უნდა გაიღვიძოს. სინანული აუცილებელია არა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვის, არამედ ყველა ხალხისთვის. მის გარეშე ერიც და ქვეყანაც სულიერად კვდება, ფიზიკურად აღიგვება პირისაგან მიწისა და მოისპობა, ვითარცა სიცოცხლის ხისთვის უვარგისი, გამხმარი ტოტი. სინანული გადარჩენაა, რასაც მრავალი მაგალითი გვიდასტურებს. თითოეულ ჩვენგანსა და მთელს ერში სინანულმა

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის. ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და, თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მთელ ჩვენს არსებას მოედება.
ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის. უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისთვისო?
რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება. ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს. არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების, წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით. ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2