რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ.
როგორ მიდრეკილნი ვართ ჩვენ მოყვასის ქმედებების განსასჯელად ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამოვიკვლევთ მათ! ეს, რასაკვირველია, იმისგანაა, რომ ჩვენ თვითონ საკუთარ საქმეებში მეტნაკლებად შეგვაქვს არაწმიდა ზრახვები და მიზნები.
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - "ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯული, არამედ - ისაა ჩემი.