სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ შეძლებს ირწმუნოს იგი ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ

სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად. სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და

რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ "უფალი ღმერთი ერთ არს" და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30). რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ

ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.
ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ. ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება


გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს

განვაგდოთ ჩვენგან "ძველი კაცი", გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. განვაგდოთ ჩვენგან ძველი კაცი, გულის კარი

სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი სასახლეები და ქალაქები, სხვათა სიკვდილისა და მწუხარების ფასად შეძენილი ჩვენი ქონება, ან ჩვენი ცოდნა, მაღალი თანამდებობა?
არა, მას მხოლოდ რწმენითა და სიყვარულით გამთბარი ჩვენი სუფთა გული სურს, რათა დაივანოს იქ და არასდროს განგვშორდეს. სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი

მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და მაღალი თანამდებობა, სურს მხოლოდ ჩვენი სუფთა, სათნო, მრავალნატანჯი და მოწყალე გული; ესაა მისთვის ყველაზე ძვირფასი ძღვენი. მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და

დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო "რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათე 10,33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. "უკეთუ გიყუარნ მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" - (იოანე 14,15) და "ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ", უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13). დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი


ჯვარი, რომელიც მანათობელ ვარსკვლავად წარგვიძღვება წინ

როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედვა აუცილებელია ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად. მათი საშუალებით მორწმუნე უნდა ქმნიდეს თავისი ცხოვრების ჯვარს, რომელიც მანათობელ ვარსკვლავად წარუძღვება წინ, როგორც უფლის შემდეგი უმთავრესი მცნებების აღსრულებისა: "შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა... შეიყუარე მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი" (მარკოზი XII,30-31). როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედვა

ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ქრისტესი, შევიყვაროთ იგი და შემდეგ აღვასრულოთ სიტყვანი მისი: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღე ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24). უფალი კი არ გვიბრძანებს ამას, არამედ გვთავაზობს, თავისუფალი არჩევანის საშუალებას გვაძლევს. მან იცის, რომ ყველა არ მოუსმენს და ამიტომაც ამბობს: "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10,38). ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2