განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
თუ ძმის საქციელი ან მონასტრის რაიმე საქმე განკითხვისკენ გიბიძგებს, შეეცადე ილოცო და შენებური ლოგიკით არ განსაჯო.
დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. ხომალდს პატარა საჭე სასურველ მიმართულებას აძლევს, ასევეა ენაც; იგი ადამიანს ან სიკეთისკენ მიმართავს, ან ბოროტებისკენ. წმინდა მამები სასტიკად კიცხავენ სხვისი ცოდვის, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
შევიძინოთ ძვირფასეულობა – აღსარება, სიმდაბლე, სულისა და ხორცის უბიწოება, ღვთისმიერი სიყვარული – ის, რაც მოსწონს დიდებულ მეუფეს. განვეშოროთ განკითხვას, უქმადმეტყველებას, სიცრუესა და სხვ. როცა ყოველივე ამას დავეუფლებით, მაშინ ღვთის ... იხილეთ სრულად
არ უნდა განვიკითხოთ და არ უნდა ვიყოთ გულგრილნი არც ერთი ადამიანისადმი, მეტადრე ჩვენი სულიერი დედის მიმართ. იბრძოლე, რომ გიყვარდეს და მასში ქრისტეს სახეს ხედავდე. სარგებელს შენი რწმენის მიხედვით მოიმკი. ყოველივე ეს შეასრულე და ჭეშმ... იხილეთ სრულად