შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თითოეული ადამიანი შრომის მიხედვით მოიმკის. ღვთისთვის ვიშრომოთ. ვინც ღვთისგან სასყიდელს ველით, არ უნდა მივეცეთ მწუხარებას და სასოწარკვეთილებას.
ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს.
განა შეიძლება მაღალ წოდებას შრომისა და ჯაფის გარეშე მიაღწიო? ნუ დავივიწყებთ ღვთაებრივი ჯვარცმის მნიშვნელობას – ჩვენც მოვალე ვართ პატარა მხსნელებად ვიქცეთ, როცა, ღვთის ნებით, ამის დრო დადგება.
თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით.
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს. ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთა... იხილეთ სრულად
იშრომე ძალისამებრ და სუფთა სინდისით. ილოცე საკუთარი თავისთვის და ყველა ძმისთვის. დაე, შენმა სიყვარულმა დაფაროს ყველაფერი, რომ მახეებს მონავარდე არწივივით გადაევლო თავზე.
მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომილი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრომონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივიწყ... იხილეთ სრულად