სიძვა, მრუშობა - ციტატები, გამონათქვამები
როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშუალების გარეშე, ასევე, თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება
თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო სყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები... იხილეთ სრულად
მუცლის დამთრგუნველ ვნებას ჩაახშობს, მისი გონება კი სიძვის ზრახვებით არ აღივსება.
თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენიის ცეცხლი დაუპირისპირე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება.
რაც არ უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ.
ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ
ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების შედეგად მიღებული სიამოვნება სწრაფად გაივლის, მისგან მოყენებული ზიანი კი - სამუდამოდ დაგვრჩება.
ნუ შეხედავ სანდომიან სახეს, რომელიც დემონური ვნებებისთვის აღგძრავს, არამედ - უფრო მეტად უფრთხილდი მის შხამიან კუდს.
თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე ხიბლავს, წარმოიდგინე, როგორი გახდება იგი ხრწნის შედეგად და დამშვიდდები.