ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანები კი უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც მუდამ თან სდევს უბედურება.
ჭეშმარიტი სიბრძნე ყოველდღიურ ყოფაში მჟღავნდება და ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.
ღვთის მოწყალებას საზღვარი არ აქვს და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც კეთილგონიერებით ღვთის სიყვარულის შეცნობამდე მივიდა.
მხოლოდ ღმერთში იპოვი ნამდვილ ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან ამ ყველაფრის წყარო უცვალებელი და ჭეშმარიტი ღმერთია.