ზიარება - ციტატები, გამონათქვამები
ზიარება - ციტატები, გამონათქვამები ზიარება, გამონათქვამები, ციტატები
თუკი ძველ აღთქმაში ცოდვილებს ზვარაკთა და ვაცთა სისხლი განწმენდდა, მით უმეტეს ქრისტეს სისხლი – ყოველგვარ ცოდვას ჩამოგვბანს!
უფალმა დედამიწაზე დააარსა ეკლესია – თავისი სასძლო, რომ იგი ღვთის შვილებისთვის ევედროს ღმერთს. ჩვენს განსაწმენდად, წმინდასაყოფად და უფალთან შესაერთებლად საღვთო ევქარისტიის დიდი საიდუმლო დაგვიტოვა.
როცა საზიარებლად მიდიხარ, განიკითხე თავი, როგორც ცოდვილმა, რომელიც მეუფე ქრისტეს მიღების ღირსი არ არის. ზიარებისას უნდა ტიროდე, რომ იესომ შეგიბრალოს შენი ცოდვების გამო.
მუდამ უნდა გვახოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან ი... იხილეთ სრულად