ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები
ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე
ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახ... იხილეთ სრულად
როგორც ცეცხლი მოედება შეშას, უფრო და უფრო ღვივდება და ვრცელდება, ისე ვერცხლისმოყვარეობაც, თავდაპირველად პატარა ნაკადულის მსგავსი, საბოლოოდ უსაზღვრო ოკეანედ იქცევა.
თავის ოქროზე გამუდმებული ფიქრით და ზრუნვით მიჯაჭვულს, განა შეუძლია ზეცისკენ სწრაფვა ანდა უხრწნელი, ზეციური საუნჯის მოპოვება? მისი გული დახშულია სიმდიდრისაგან, როგორც ლოკოკინა ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა... იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეს ისე არაფერზე სურს საუბარი და მოსმენა, როგორც ფულზე, მოგებასა და მონაგებიდან მოგების მიღებაზე
ყოველგვარი ცოდვის სათავე ამპარტავნებაა, ხოლო ყოველგვარი ბოროტების ძირი – ვერცხლისმოყვარეობა: პირველი განგვაშორებს ღმერთს, ხოლო მეორე მიგვდრეკს ამქვეყნიურისაკენ.
ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლო ადამიანია. თუმც ამქვეყნად არაფერი მოუტანია, მაგრამ ისე ზრუნავს ამქვეყნიური საუნჯისთვის, თითქოს შეუძლია აქედან ყველაფერი თან წაიღოს.
მომხვეჭელობა – ესაა "გადამეტებული ზრუნვა ქონებისა თუ სიმდიდრის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის."