მადლის მოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და სიწმიდე. ქრისტე იმ ზომად არის, ძმაო, შენ გულში, რა ზომად მისი მადლი მოქმედობს მუნ. თუ ქრისტეს მადლი არის შენს გულში, მაშასადამე სულიერიცა სიცოცხლე და სინათლე იქმნება მუნ. იგი მუშაობს შე... იხილეთ სრულად
118. როდესაც მოისმენ წერილის სიტყვას სულიწმინდის შესახებ, რომ „დაჯდა იგი სათითაოდ ყოველ მოციქულზე“ (საქ. 2.3), ანდა, რომ დაეშვა წინასწარმეტყველზე (I მფ. 11.6; 16.13) ანდა, რომ მოქმედებს (I კორ. 12.11), რომ შეწუხებულია (ეფეს. 4.30)... იხილეთ სრულად
117. ეს მადლი ქრისტესთვის მშიერს საზრდოდ უხდება, მწყურვალს – უტკბილეს სასმელად, სამოსელშემოძარცულსა და დამაშვრალს – მოსვენებად, მლოცველს – გულსავსეობად და მგლოვიარეს – ნუგეშისცემად.
116. ისევე როგორც მიწაზე დადენილი წვიმა მცენარეებს მათთვის ბუნებრივ თვისებას მიუბოძებს, კერძოდ ტკბილებს სიტკბოს, მწარეებს კი სიმწარეს, ამგვარადვე მადლიც, მორწმუნეთა გულებზე ცვალებადობის გარეშე მიტყორცნილი, სათნოებათა შესაბამის მოქ... იხილეთ სრულად
115. ერთია და უცვალებელი მადლი სულიწმინდისა, მოქმედებს კი თითოეულში, როგორც ნებავს.
64. ვინც მცნებათა აღსრულების უწინარეს ეძიებს სულიწმინდის მოქმედებებს, ამგვარი ვინმე ჰგავს ფულზე ნაყიდ მონას, რომელიც ყიდვისთანავე იმას ეძიებს, რომ მისთვის გადახდილ თანხასთან ერთად თავისუფლებაც გამოუწერონ მას.
63. კიდევ, დაფარულია იგი (სულიწმინდის მადლი) მოყვასის შეგონებებში, ზოგჯერ კი კითხვისას მოედევნება აზრს და ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად თავის ჭეშმარიტებაში განსწავლის გონებას. ამიტომ, თუ არც ამ ნაწილობრივი კანონზომიერების ... იხილეთ სრულად
62. იგი (მადლი) უპირველესად ღვთისმშვენად აღადგენს სინდისს, რითაც ბოროტმოქმედნიც კი, შეინანეს რა, ღმერთს ესათნოვნენ.
61. მადლი ქრისტეს მიერ ნათელღებულებს საიდუმლოდ ენიჭებათ, მოქმედებს კი ეს მადლი მცნებათა აღსრულების შესაბამისად. ამიტომ, ერთი მხრივ, მადლი არ წყვეტს ფარულად შეწევნას ჩვენსას, მეროე მხრივ კი ჩვენზეა დამოკიდებული ძალისამებრ სიკეთის ქ... იხილეთ სრულად
59. მავანნი ამბობენ, რომ არ ძალგივძს სიკეთის კეთება, თუ ქმედითად არ მივიღებთ სულიწმინდის მადლს.