რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებ...
იხილეთ სრულად
რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთისმშობელსა; ყოველნი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და გამშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად ჰაზრის გამ...
link
გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და ...
იხილეთ სრულად
გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთისმშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმ...
link
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უ...
იხილეთ სრულად
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდნენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევნდნენ უმჯობესსა და განეშორებოდნენ ყოველსა ცუდსა.
link
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშ...
იხილეთ სრულად
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა. რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდ...
link
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა ...
იხილეთ სრულად
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთ უნდა იქცეოდნენ ყოველნი კეთილნი დედანი. მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნირება თვისთა ძეთა.
link
ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულმართალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს ღვთისმშობელ მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომც...
იხილეთ სრულად
ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულმართალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს ღვთისმშობელ მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომცა უწინარეს და უმშვიდეს მისსა.
link
ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ...
იხილეთ სრულად
ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის.
link
ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბუქება ადამიანის ტვირთისა, რომელსა შინა შემწე იყოს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი ყოვლისა გონიერისა მხნე ქალისა. ამინ.
link
ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მა...
იხილეთ სრულად
ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მაშინ უფრო ბედნიერი არის, როდესაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულსა, თავის გამომეტებასა; იგი ყოველთვის ეძიებს, ვისმეს შესწიროს თვისი ღონე, სიყვარული. მართალია, არიან ზოგიერთნი ქალნი თავის მოყვარენ...
link
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მ...
იხილეთ სრულად
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მისნი მშვენიერნი თვისებანი შეიქმნებიან წყაროდ მისისა უბედურებისა და საზოგადოების წახდენისა.
link