სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები
სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები სიცრუე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უორს,
არა კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.
რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა,
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".
ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე.
სიცრუის მოყვარეს ხშირად ჰგონია, რომ სიცრუის თქმით მოგებაში დარჩება, გარნა სასტიკად სცდება. სიცრუის მთქმელი, ვგონებ, თავის თავს უფრო ატყუებს, ვიდრე თავის მსმენელს. არ მომხდარა და არ გაგონილა, რომ სიცრუით კაცი გაკეთებულიყოს და გაბედ... იხილეთ სრულად
სიცრუეს მისთვისაც უნდა ვერიდებოდეთ, რომელ ეს ცოდვა არის ერთობ მდაბიო, შემარცხვენელი და გამაფუჭებელი კაცის სინდისისა. სიცრუეს იტყვიან ისრეთნი პირნი, რომელნი არიან გარყვნილნი და ურცხვნი და რომელთა აქვთ ხასიათი მონებრივი, მდაბიო. ცრუ... იხილეთ სრულად
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლე... იხილეთ სრულად
კაცი, როგორც თავის თავს არ მოატყუებს, ეგრევე თავისი მოყვასიც არ უნდა მოატყუოს. როგორც ხელი კაცისა, ასე ვსთქვათ, პირს არ მოატყუებს და ნაცვლად პურისა ქვას არ მისცემს საჭმელად, ეგრევე ერთმა კაცმა მეორე კაცი არ უნდა მოატყუოს, რამეთუ ვ... იხილეთ სრულად
უმაღლესი ჭეშმარიტებისკან სიმართლეს მივყავართ. ქრისტიანის აზრები, სიტყვები და საქმეები ერთიანი უნდა იყოს. იოანე კრონშტადტელი ამბობს: "თუ ადამიანს ატყუებ, მაშინ აუცილებლად ღმერთის წინაშეც იცრუებ