უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდებ... იხილეთ სრულად
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. ... იხილეთ სრულად
წარსული უბედურებების გახსენება ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ვხედავდეთ დღევანდელ კეთილდღეობას.
ბედურების შემდეგ მაინც თქვი, რისი თქმაც თავად უბედურების ჟამს ვერ შეძელი: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე".
განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვი... იხილეთ სრულად
უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და მტანჯველს, არამედ, როგორც - ცოდვების გამო სამართლიან დამსჯელს, როგორც - სულიერ სნეულებათა ექიმს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილს, როგორც მადლის მაცნეს: უფალს ვინც უყვარს, ტანჯავს" (ებრ. 12, 6).