უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყ... იხილეთ სრულად
თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.
შენი მწუხარება განყენებულად კი არ გაზომო, რათა აუტანელი არ მოგეჩვენოს; არამედ ყველა ადამიანურ უბედურებას შეადარე და ნუგეშს ჰპოვებ მწუხარებისას
მწუხარებ შენი უბედურების გამო? რომ გეფიქრა, სხვები რამდენს ითმენენ, უფრო ხმადაბლა იწუწუნებდი.
არავინ დაუძლურდეს სულით მწუხარების ჟამს. ამქვეყნად იყო და იქნება მრავალი - შეუდარებლად მძიმე უბედურება, რომელთა მსგავსიც, ჩვენ, უეჭველია, არ განგვიცდია.
ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად.
სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს.
როცა უბედურებას ელი, მაშინაც კი ძნელი ასატანია იგი; ხოლო თუ უბედურება მოულოდნელია, - მძიმე როგორ არ იქნება?!
სიბრძნისმოყვარეობა ტანჯვისგან უფრო მხნევდება, და უბედურებებში მტკიცდება, როგორც გამოწრთობილი რკინა ცივ წყალში.