მარხვა - ციტატები, გამონათქვამები

მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: მარხვა

ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც კუჭს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროვებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: მარხვა

როგორც ქვრივი, ქმრის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ერთადერთი შვილით ნუგეშობს - ღვთის მიერ, ასევე დაცემული სულისათვის სხეულიდან განსვლის ჟამს მარხვისა და ცრემლის გარდა სხვა ნუგეში აღარ არსებობს. როგორც ქვრივი, ქმრის სიკვდილის შემდეგ

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: მარხვა

გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა. გქონან შვიდნი საიდუმლონი, წყარონი საღმრთოისა

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: მარხვა

თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ. თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: მარხვა

ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა. ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ

link
წმ. ალექსი ბერი
თემა: მარხვა

ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან. ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი

link
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა: მარხვა

მონასტერში დღეში ერთხელ უნდა ჭამდე მწუხრით-მწუხრად და მუდამ მარხვაში გეთვლება, რაც უნდა ჭამო - ასე უმჯობესია, წმიდა მამებმა დაადგინეს. გარდამეტებული მარხვა კი - ეშმაკისაა. მონასტერში დღეში ერთხელ უნდა ჭამდე

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: მარხვა

ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს

link
თემა: მარხვა

მარხვა და აღდგომა ყოველწლიურად ხელახლა გვევლინება იმის განსაცხადებლად და მოსახვეჭად, რაც პირადი ნათლისღებისას სიკვდილითა და აღდგომით მივიღეთ. მარხვა და აღდგომა ყოველწლიურად ხელახლა

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: მარხვა

საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას და საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე გამოსცადე და ამგვარად მარხვის სარგებელს შეიცნობ საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას

link

მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2