სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები
სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები სიძულვილი, გამონათქვამები, ციტატები
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძ... იხილეთ სრულად
29. როცა ვინმე შეურაცხგყოფს ან გამცირებს, ერიდე მრისხანების გულისთქმებს, რათა მათ, შეურაცხყოფის მიზეზით, სიყარულს არ განგაშორონ და სიძულვილმა არ შეგიპყროს.
15. ვინც თავის გულში რომელიმე ადამიანის მიმართ სიძულვილის კვალს ხედავს, მისი გარკვეული დაცემის გამო, მისთვის სავსებით უცხოა ღვთის სიყვარული. რამეთუ ღვთის სიყვარული ვერანაირად ვერ ითავსებს ადამიანის სიძულვილს
შეიძლება იყოს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფა და სიძულვილი ქების ტოლფასია?
თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას.
შენდობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შურისგების ძალა შესწევს. ძლიერი ადამიანი ბოროტებას შურისგებით პასუხობს, უძლური კი - სიძულვილით. თუ შეგიძლია დარტყმაზე დარტყმით უპასუხო, მაგრამ თავს იკავებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუნდე. შენდობა... იხილეთ სრულად
ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.