სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
გზა კაცობრიობის პროგრესისაკენ - ეს მდიდრის თავის გაწირვაა უპოვართათვის; მეცნიერის - უმეცრთათვის; დიდებულისა - დაკნინებულთათვის; ცალკეული პიროვნებისა - მთელი საზოგადოებისათვის.
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელო... იხილეთ სრულად
გამოცდილება მოწმობს, რომ ზოგიერთი ამქვეყნად წარჩინებული ადამიანი ღვთის წინაშეც ჩინებული იყო. იყვნენ მეფენი, თავისი ღვაწლით უფალს რომ სათნო ეყვნენ, და იყვნენ ადამიანები, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულნი, მთელი სიცოცხლის განმავლობაშ... იხილეთ სრულად
ღმერთი ზოგჯერ დაამცირებს და გააკოტრებს ამპარტავანს, ვისაც ჰგონია, რომ მისი კეთილდღეობა ბოლომდე უზრუნველყოფილია.
თავად უფალმა ბრძანა, რომ "მდიდარი ძნიად შევა სასუფეველში..." - ნამდვილად ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.