სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები
სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები სიღარიბე, გამონათქვამები, ციტატები
ის კი არ არის მდიდარი, ვისაც შენზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია.
არიან ათასობით და ათიათასობით ადამიანები, რომლებსაც შენზე ნაკლები აქვთ, თუმცაღა საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილნი არიან და იმ ათასობით ადამიანზე ბედნიერნი არიან, ვისაც შენზე მეტი აქვთ.
განა ბევრი რამ არის საჭირო ამ ცხოვრებაში? წმიდანები ხომ მცირედითაც კმაყოფილდებოდნენ. ის მცირედი, რაც ბოძებული გვაქვს, ფუფუნებაა იმასთან შედარებით, როგორც წმიდანები ცხოვრობდნენ. გვრცხვენოდეს ჩვენი უგუნურების.
თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლით, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს.