ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება
ამქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს... იხილეთ სრულად
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეცნიერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნე... იხილეთ სრულად
785. ერთმა საერო სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, ვისი შვილიც სიკვდილის პირას მისულიყო, იმავე ბერს, აბბა იოანეს ჰკითხა: გადარჩებოდა ის, თუ მოკვდებოდა? მან უპასუხა იცოცხლებსო. როგორც ბერმა თქვა, ის ცოცხალი გადარჩა. რაღ... იხილეთ სრულად
605. საცხოვრებლის ზოგიერთმა ბერმა იმავე ბერს ჰკითხა: მეუფეო, გთხოვთ გვიპასუხო, თქვენ გვითხარით, რომ თქვენს შემდეგ უფალ ღმერთს ნეტარი აბბას (სერიდის) დატოვებაზე ევედრებოდით, მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს მის მოშიშთა ნებას, პირიქით თქვენზე ადრე აბბა წაიყვანა. რატომ მოხდა ეს? ასევე აგვიხსენი, რატომ უმალავს ღმერთი წმინდანებს ზოგჯერ თავის საქმეებს? როგორც ეს წინასწარმეტყველ ელისეს დროს მოხდა. და აბბას, აღსასრულის წინ, სხეულზე გაღვივებული ნაკვერჩხლების მსგავსი, ცეცხლოვანი წყლულები რატომ გაუჩნდა? იხილეთ სრულად
479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები იხილეთ სრულად
463. მეუფეო, მითხარი რა არის ღვთის ნება და რა არის დაშვება და როგორია მათი შედეგები?
ცხოვრებაში თავსდატეხილ უბედურებებში შენი თავი მიანდე ღვთის ნებას და ნუგეშსა და სიმშვიდეს მიიღებ.
რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო სასიამოვნო რამ? მაგრამ სამწუხაროს მიღება სულგრძელად, ღვთის ნებისადმი მინდობით, - აი, ღვაწლი, აი, სათნოება, აი, ჯილდოს წინდი!