ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი
ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი
76. ისევე როგორც ზღვაში მცურავნი სარგებლის იმედით წადიერად დაითმენენ მზის მცხუნვარებას, ამგვარადვე ბოროტების მოძულენიც მხილების მოყვარულნი არიან, რადგან წინააღმდეგობას უწევს, ერთი მხრივ, მზე ქარებს, მეორე მხრივ კი მხილება ვნებებს.
ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე
მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო, იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს
149. ძლიერი ადამიანი არ ამხილო ცუდმედიდობის გამო, არამედ სამომავლო შერცხვენის მოსაწევარი დაანახე მას, რადგან ვინც გონიერია, ამ გზით მხილებას წადიერად იღებს.
131. უმჯობესია ღვთისმოშიშებით ვლოცულობდეთ მოყვასისათვის, ვიდრე ვამხილებდეთ მას მისი ყოველი ცოდვის გამო.
127. თუ გსურს ცხონება, შეიყვარე შენს შესახებ მართალი სიტყვა და განუსჯელად ნურასოდეს უკუმიაქცევ მხილებას.
71. თუ გნებავს, რომ განუკიცხველად (უსაყვედუროდ) მიიღო ადამიანებისგან ქება, უპირველესად შენი ცოდვებისთვის მამხილებლობა შეიყვარე.
38. ნუღარ ამხილებ იმას, ვინც განეშორა ცოდვას და უკვე შეინანა, ხოლო თუ ამბობ, რომ ღვთისნიერებით ამხილებ მას, უპირველესად შენივე ბოროტებანი გახადე ცხადი.
37. არსებობს მხილება უკეთურებით და შურისძიების მიზნით, და არსებობს მხილება ღვთისმოშიშებით და ჭეშმარიტად.