ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
არც ერთი ღვაწლი ისე მარჯვედ და ისეთი ძალით არ განაგდებს ცოდვას, როგორც მოძღვრისათვის ყოველდღიური აღსარების ჩაბარება.
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ! ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კე... იხილეთ სრულად
არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმრთის მოწყალებას და მთელი მსოფლიოს ცოდვები ერთად აღებული ქვიშის მარცვალია ოკეანეში შთაგდებული.
ცოდვა აბნელებს გონებას. ამ სიბნელეშია ავხორცი, შურიანი, ანგარებიანი, ეგოისტი ადამიანი. ის დარწმუნებულია, რომ შეუძლია შეიმეცნოს ყველა სიბრძნე და ისწავლოს მსოფლიოს ყველა ენა და მიაღწიოს ღრმა სიბერეს, მაგრამ თავისი ავხორცობის, ანგარე... იხილეთ სრულად
არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვას ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი "მუდამ თვალწ... იხილეთ სრულად
აკი გაურბიხარ, საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას. მაშ, ცოდვესაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს.
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თ... იხილეთ სრულად
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.