განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ვნუგეშობთ და ვხარობთ, როცა მკურნალი კურნავს ჩვენს უძლურ სხეულს, თუმცა კი - მწარე წამლით და სასტიკი კურნებით. ვმადლობთ და სამაგიეროს მივაგებთ მას. მით უფრო უნდა გვიხაროდეს და გულით ვმადლობდეთ უფალს, როცა ჩვენს სულიერ უძლურებებს მწუ... იხილეთ სრულად
ნუ იტყვი: "ო! რა უბედური ვარ!" არამედ თქვი: "ეს კიდევ ცოტაა ჩემი ცოდვებისთვის"
როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწ... იხილეთ სრულად
ვიცი მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი; არამედ მოგვმადლენ უფალმან, რათა აღტყინებულიცა იგი უჩინო ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად. არა უმეცარ არ... იხილეთ სრულად
ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია ღვთის სამართალს დაემალო.
რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა".
უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად არ იგლოვო.
მან, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი უბედურებები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა
ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექ... იხილეთ სრულად