განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
როგორც მიწაზე მცხოვრებისთვის შეუძლებელია, თავი აარიდოს ამ ჰაერს, ასევე, ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე
თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნე... იხილეთ სრულად
როგორც კი გაივლის ერთი უბედურება, ერთი განსაცდელი, უკვე მეორე მოდის. ერთი ბრძოლა კიდევ არ დამთავრებულა, რომ უკვე სხვა მრავალი მოულოდნელი ბრძოლა იწყება.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ... იხილეთ სრულად
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხ... იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვა ადამიანს შეეწიოს, რომელიც მისი მაგალითით უნდა გამოსწორდეს. ასეთნი არიან ჩვენთვის გლახაკი ლაზარე და მდიდარი (ლუკა 16, 19-31). მართლაც, როცა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იტ... იხილეთ სრულად
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას... იხილეთ სრულად
ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს, ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან, ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს - აქ დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.