ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.
როდესაც დაინახავ შემცოდე მოყვასს, უფალს ნეტარი ავგუსტინესავით შეჰღაღადე: "ო, ღმერთო! შენ რომ მიმატოვო, მე მასზე მეტად შევცოდავ!"
ყველა ეცემა, როდესაც მას უფალი არ განამტკიცებს - ღვთის შეწევნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია.
ნურავის განიკითხავ, თუნდაც მან შენს თვალწინ საშინლად შესცოდოს. გახსოვდეს, რომ თუ მადლი დაგტოვებს, შესაძლოა, ყველას გადააჭარბო ცოდვებით.
აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის.
მოყვასის განმკითხველი, როგორც საკუთარ თავში თავმდაბლობისა და თავისი თავისადმი სიფხიზლის გრძნობას მოკლებული, უწინარეს ყოვლისა, თვითონ შეიძლება ჩავარდეს იმ ცოდვებში, რომლების გამოც სხვებს განიკითხავს.
როდესაც ამბა აღათონი რაიმე საქმეს ხედავდა და ზრახვა მას განკითხვისკენ უბიძგებდა, საკუთარ თავს ეუბნებოდა: "აღათონ! ნუ გააკეთებ თვითონაც იმავეს!" და ზრახვა წყნარდებოდა.