განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექ... იხილეთ სრულად
ოქრო და ვერცხლი უცეცხლოდ არ განიწმინდება; ასევე სულიც, მწუხარებებისა და განსაცდელების გარეშე ვერ განიწმინდება ცოდვილი ვნებებისგან.
საშინელებაა მწუხარების გარეშე დიდხანს დარჩენა. დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა, ქარიშხლები და ქარები კი აცოცხლებენ და შემოქმედებითად აღანთებენ მას.
ქარიშხლის დროს ადამიანები უსაფრთხო სამყოფელში იმალებიან; ასევე განსაცდელისა და უბედურებისას უღრმავდებიან საკუთარ თავს და პირისპირ ხედავენ მას.
ღმერთმა ცდუნება იმიტომ დაუშვა, რომ მწუხარებითა და ცრემლით ჭუჭყისაგან განწმიდოს და უმანკო გახადოს ჩვენი სული, რათა შეგვეძლოს გადასარჩენად უფალს მივაშუროთ.
როგორც ზღვაში ტალღას ტალღა მოსდევს, ასევე ცხოვრებაშიც, უბედურებას უბედურება მოსდევს, წყენას - წყენა, განსაცდელს - განსაცდელი.
ამბობენ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც მავნე ცხოველები არ არსებობენ; არის მეორე ქვეყანაც, სადაც თოვლი არ არსებობს; მაგრამ მოკვდავთა შორის არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაიკვეხნიდა, რომ მან ცხოვრების გზა მძიმე განსაცდელების გარეშე გა... იხილეთ სრულად
როგორც მიწაზე მცხოვრებისთვის შეუძლებელია, თავი აარიდოს ამ ჰაერს, ასევე, ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე
თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნე... იხილეთ სრულად