67. დაითმენდ ჭირთა, რამეთუ მათ შორის სათნოებანი, ვითარცა ეკალთა შორის ვარდნი აღმოეცენებიან და აღიზარდებიან
12. განსაცდელთა შინა ეკრძალებოდე; რამეთუ მრავალნი უაღრესნი მათ მიერ იმხილნეს
383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა?
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ სადმე გაგვაგზავნიან და რომელიმე წმინდანისაგან ლოცვა კურთხევას მივიღებთ, მაშინ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი ყოველმხრივ შეგვეწევა. ერშიც, როდესაც ვინმე თავის სახლს ძლიერ ადამიანს აბარებს, ეს უკანასკნელი მისი პატრონის პატივისცემის გამო, არც თუ მცირე ყურადღებას იჩენს სახლისადმი: და მით უმეტეს სრულად მიიღებს ღმერთი წმინდანთა ლოცვა-კურთხევას იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც ისინი მიაბარებენ; რამეთუ მასზეა ნათქვამი: "ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და...
link
897. რატომ გამოცდის ადამიანს სატანა?
იხილეთ სრულად
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება.
link
878. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც ამბობს: „რატომ მომივლენს ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო“?
იხილეთ სრულად
გიკვირს, განა, რატომ მოგივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებას?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება – ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და...
link
როგორც დედა ასწავლის ჩვილს სიარულს, ღმერთიც სწორედ ასე გვასწავლის თავის ცოცხალ სარწმუნოებას. დააყენებს დედა პატარას, მიანებებს თავს, მოშორდება და ეტყვის: შენით გაიარეო. ტირის ჩვილი, იწევს დედისკენ მაგრამ ვერ მიდის, ფეხის დადგმისა ...
იხილეთ სრულად
როგორც დედა ასწავლის ჩვილს სიარულს, ღმერთიც სწორედ ასე გვასწავლის თავის ცოცხალ სარწმუნოებას. დააყენებს დედა პატარას, მიანებებს თავს, მოშორდება და ეტყვის: შენით გაიარეო. ტირის ჩვილი, იწევს დედისკენ მაგრამ ვერ მიდის, ფეხის დადგმისა ეშინია, მაინც ბედავს, გადაადგამს ნაბიჯს, ეცემა. უფალიც ასე წვრთნის ქრისტიანს, ზუსტად ისეთივე უმწეოა ჩვენი სარწმუნოება თავიდან, როგორც ჩვილი სიარულისას. ტოვებს მას ღმერთი თავის შემწეობის გარეშე, ეშმაკის ხელს გადასცემს, ათ...
link
830. ვეძიოთ თუ არა განსაცდელის ჟამს მისი წარმოშობის მიზეზები?
794. ზოგჯერ მწუხარებისა და უძურებისას ვფიქრობთ, რომ ღმერთი სრულიად განგვეშორა. რა პერიოდია ეს ქრისტიანისათვის?
იხილეთ სრულად
ქრისტიანის ცხოვრებაში ვაწყდებით ჟამს – ოდეს ვფიქრობთ, რომ მწუხარებისა და უძლურებისას ღმერთმა სრულიად მარტო დაგვტოვა და განგვეშორა... ეს პერიოდია – რწმენის, იმედის, სიყვარულისა და ქრისტიანული მოთმინების გამოცდისა. მალიად კვლავ დაგვიდგება „ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა“ (საქ. 3.20). უფალი მალიად კვლავ განახარებს გულსა კაცისასა: დაე, არ დაცემულიყოს იგი მძიმე განცდის ჟამს.
link
782. რატომ აღმოაცენა ღმერთმა ხე „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ და რატომ უბრძანა ადამს არ ეჭამა მისგან, ხომ შეეძლო ამის გარეშც მიენიჭებინა უკვდავება მისთვის?
იხილეთ სრულად
ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისაგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან იგი სხვანაირად ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს გმობას მიემთხვეოდა. ამიტომ, აუცილებელი იყო ადამიანი ჯერ საცდურს სწეოდა. რადგან გამოუცდელი მამაკაცი არასრულყოფილია. საჭირო იყო გამოცდის გზით ადამიანს მიეღწია სრულყოფილებისათვის და ამგვარად მიეღო უკვდავება
link
762. რისი ტოლფასია განსაცდელთა მტკიცედ დათმენა?