ჭეშმარიტი ქრისტიანი მიწაზე ცხოვრებისას უარს ეუბნება საკუთარ თავს გრძნობად სიამოვნებებზე, რომლითაც ეს სოფელი თავის მონებსა და თაყვანისმცემლებს უმასპინძლდება, მაგრამ სამაგიეროდ იგი სიკვდილის შემდეგ ისეთ სიკეთეებს დაიმსახურებს ზეცაში...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანი მიწაზე ცხოვრებისას უარს ეუბნება საკუთარ თავს გრძნობად სიამოვნებებზე, რომლითაც ეს სოფელი თავის მონებსა და თაყვანისმცემლებს უმასპინძლდება, მაგრამ სამაგიეროდ იგი სიკვდილის შემდეგ ისეთ სიკეთეებს დაიმსახურებს ზეცაში, რომლებიც აქ, მოციქულის სიტყვისამებრ: "თვალმა არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (1 კორ. 2, 9) - მათი წარმოდგენაც კი შეუძლებელია
ქრისტიანი მიწაზეც კი ღებულობს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ" (1 კორ. 4, 12...
იხილეთ სრულად
ქრისტიანი მიწაზეც კი ღებულობს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ" (1 კორ. 4, 12. 13)! ამბობენ საკუთარი თავის შესახებ ქრისტეს მიმდევრები.
ყველაფერი ამსოფლიური, რაოდენ მნიშვნელოვნად და დიდადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, სრულიად უმნიშვნელოა. ყველა საქმეზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ცხონების საქმე უნდა იყოს.
არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა საგნების შეცნობა; ცოდნა თავისთავად კარგია და იგი ღვთისგანაა დადგენილი; მაგრამ მას ყოველთვის კეთილი სინდისი და ღვთივსათნო ცხოვრება უნდა ამჯობინო.
ყველა ნივთი სამყაროში, ყოველგვარი კეთილდღეობა, მიწიერი ბედნიერება, ყოველგვარი მეცნიერებაც კი: ხელოვნება, მხატვრობა უნდა იყოს ფასეული მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი სათნოებაში წარმატებას ემსახურებიან (1 მეფეთა 2, 10; იერ. 9, 24).