წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვინც ამპარტავნების ბორკილითაა შეკრული, მისთვის ღვთის მიმართ ვედრება და ტირილია საჭირო, რათა ამ საშინელ წყვდიადს გადაურჩნენ, რადგან ამგვართათვის ადამიანური შეწევნა უსარგებლოა, თუკი თვით უფალი არ გამოუჩნდა შემწედ
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუ... იხილეთ სრულად
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეე... იხილეთ სრულად
ხშირად ბევრს სრულიად დააკარგვინა გონება და ეშმაკეულად აქცია ამ უმადურმა, რადგან არ არსებობს რომელიმე სხვა გულისთქმა, რომელიც ესოდენ ძნელად სათქმელი იყოს აღსარებისას. ამიტომ ბევრს შეაბერდა იგი. არაფერი აძლიერებს ეშმაკს ჩვენი გულისთ... იხილეთ სრულად
ნურავინ იფიქრებს, რომ გმობის სიტყვები მისი მიზეზით ჩნდება გულში, რადგან უფალი დაფარულს ხედავს და იცის, რომ ჩვენი კი არა, ჩვენი მტრისანი არიან ის სიტყვები, ჩვენ გულებში რომ შემოდიან
სალოცავად რომ დავდგებით, არაწმიდა და გამოუთქმელი სიტყვები წინ აღგვიდგბიან; მაგრამ, როდესაც ლოცვას შევასრულებთ - გაგვეცლებიან, რადგან ისინი, როგორც წესი, არ ებრძვიან მათ, ვინც მათ წინააღმდეგ არ იბრძვის
მარტო ღმერთს და საღმრთო საქმეებს კი არ გმობს ეს უღმერთო, არამედ, რაიმე ბილწსა და უშვერს წარმოშობს ჩვენს გულებში, რათა ან ლოცვა მივატოვოთ, ან სრულიად დავკარგოთ საკუთარი თავის იმედი
მრავალი ლოცვაში დააბრკოლა, მრავალი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისგან განაშორა, ზოგს მწუხარებისგან ხორციელად ავნო, სხვები კი მარხვისგან დააუძლურა ამ ბოროტმა და კაცთმოძულე მოძალადემ, არ გაახარა მან ბევრი - არამარტო ერისკაცებს, ეს მონაზ... იხილეთ სრულად
ვისაც გმობის ეშმაკი სტანჯავს, უნდა იცოდეს, რომ ამგვარი ფიქრების მიზეზი მისი სული კი არ არის, არამედ - უწმინდური ეშმაკი, რომელიც უფალს ეუბნებოდა: "ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე" (მათ. 4,9); ამიტომ ჩვენც არ... იხილეთ სრულად
ვინც ზემოთქმულის გარეშე მოინდომებს გმობის ეშმაკთან ბრძოლას, იმ კაცს ემსგავსება, რომელიც ხელით ცდილობს ელვის შეპყრობას, რადგან, როგორ შეიპყრობ, როგორ შეეწინააღმდეგები და სამაგიეროს როგორ მიაგებ მას, რაც ქარივით წამიერად გაივლის გულ... იხილეთ სრულად