ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვიდრე სულ პატარა ცოდვას მაინც ემორჩილები, მანამდე საკუთარ თავს ვნებებისაგან თავისუფლად ნუ ჩათვლი.
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს... იხილეთ სრულად
თუ სული თუნდაც ერთ ცოდვას აქცევს ჩვევად, მაშინ მტერი მოულოდნელად დაესხმის თავს, რადგან თავისი ვნების გამო მის ხელში აგდებს თავს.
მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყ... იხილეთ სრულად
ზრახვა ცოდვილი ქმედების სიტკბოებას წარმოადგენს, შენ კი იფიქრე ღვთის მცნებებზე, რომლებიც ასეთ საქციელს გიკრძალავს, - იმ სამწუხარო შედეგებზე, სადამდეც მიჰყავს ცოდვით ხანმოკლე ტკბობას, - და ზრახვაც განგეშორება.
ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას.
ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება. ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე
თუ ცოდვებს განვაგდებთ, ცოდვებსაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან - ხე, ანდა თესლიდან - ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.