ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქ...
იხილეთ სრულად
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქუს, საუკუნო ცხოვრებას ვერ მიიღებს. თვით უფალი იესო ამტკიცებს: "სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". სად წარმოჩნდა შენი ცხოვრება, რადგან კი დაისჯები? საყვარელო! ამას კეთილით განჰსჯით მიხედე. ცხოვრება და წარწყმედა სიტყვისაგან არის ...
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღწვის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს,...
იხილეთ სრულად
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღწვის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს, ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმრთის, წყაროს ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპოვის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფებ...
მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა–წამება მათ ვერ შეეხება.
უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
თუ...
იხილეთ სრულად
მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა–წამება მათ ვერ შეეხება.
უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდვებითაა აღსავსე.
მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.
ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა....
ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშ...
იხილეთ სრულად
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამას შინა ჭირი გექნებათო, – გვამხნევებს კიდეც და გვეუბნება: „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოანე 16, 33).
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში.