თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ... იხილეთ სრულად
თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა ღვთისმოსავისათვის - დაცემისაგან დასაცავად. "თავმდაბალი, - ბრძანებს მაკარი დიდი, - არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი უდაბლესად მიაჩნია?"
მდაბალი ადამიანი, რამეთუ მას არ გააჩნია თავისი ნება და არ აწუხებს ეგოიზმი, ღვთაებრივად გასხივოსნდება. თუ რჩევებს სიმდაბლით მიიღებს, ის განიბრძნობა.
ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება სურს, დაე, იყოს მადლიერი ამ მადლისათვის, როცა ეძლევა, ხოლო მომთმენი, - როცა ერთმევა იგი; დაე, ილოცოს, რათა დაუბრუნდეს იგი; დაე, საკუთარ თავს დაუკვირდეს და დამდაბლდეს, რათა არ დაკარგოს იგი... იხილეთ სრულად
მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს
შენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი; შენ კი საკუთარი თავისთვისაც არ მდაბლდები, არამედ თავს აღიმაღლებ და ამპარტავნობ.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმდაბლოთ თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
სიმდაბლით შემოსილი უფალი ადამიანებს გამოეცხადა, და ვინც კაცთა შორის შეიმოსავს სიმდაბლეს, იგი ღვთის მსგავსი გახდება.