ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
დათრგუნე ცოდვა დასაწყისშივე, ვიდრე იგი მცირეა და ადვილია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კარგს არაფერს მოიტანს, თუ მას გაზრდისა და შენში განმტკიცების საშუალებას მისცემ; მისგან კი როგორც ჩაუქრობელი ნაპერწკლიდან ცეცხლი - ცოდვილი ჩვევ... იხილეთ სრულად
უფრთხილდით მცირედის არად მიჩნევასა და მის სიძულვილს, როგორც - მცირესი და არარაობისა; ის მართლაც მცირე როდია, რადგან მისი მეჩვეობით ცუდი ჩვევა გამომუშავდება.
ვინც მცირეში მარცხდება, ის დიდშიც დამარცხდება, ხოლო ვინც მცირეს დაამარცხებს, ის დიდსაც მოერევა.
უფრო ადვილია, თავიდან მოსპო ნაკლოვანება და თავი აარიდო მას, ვიდრე იგი ჩვენთან მხოლოდ მოახლოებულა, ვიდრე დათრგუნო და მასზე ამაღლდე მას შემდეგ, რაც მან ჩვენში წარმატებებს მიაღწია; ასევე ქვაც უფრო ადვილი შესაჩერებელია თავდაპირველად, ... იხილეთ სრულად
ბოროტება ნაპერწკალს ჰგავს - ჩააქრე იგი. სხვაგვარად ხანძარი გაჩნდება და გეენიის ცეცხლში დაიწვები.
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.
ვიდრე დანაშაული ჯერ კიდევ მცირეა და კარგად არ მომწიფებულა, მოიკვეთე იგი, ვიდრე ტოტები ფართოდ გამოუტანია და მომწიფებულა