თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება, ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმრთის შიშთან შეერთებული.
ყველა წმინდანს თავი ღმრთის უღირსად მიაჩნდა - ამით კი ავლენდნენ საკუთარ ღირსებას - სიმდაბლეს.
დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.
მყვინთავი ზღვის სიღრმეში ეშვება, რათა ძვირფასი მარგალიტი მოიპოვოს - წმინდა მამებიც მიდიოდნენ უშინაგანეს უდაბნოში, იქ უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ნახულობდნენ ნაირგვარ უძვირფასეს მარგალიტებს: ქრისტიანულ სიმდაბლეს, ყრმის უბრალოებასა... იხილეთ სრულად
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინვოს. ეს კი მაშინ ხდება, როც... იხილეთ სრულად
რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილის მყოფელთაგან.
პირველი ცოდვა, რომელმაც ჩვენი პირველმამა დააზიანა და თაობიდან თაობას გადაეცემა სულ უფრო მზარდი ძალით – ამპარტავნების ცოდვაა. ეს ის უცვლელად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს, თუნდაც თავისი გულის სიღრმეში. მას... იხილეთ სრულად