სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ

თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ გზაზე დგახარ. ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ. მიდი მღვდელთან, როგორც სულის მკურნალთან, და გაუმხილე შენი ნაკლოვანებანი. მისი ლოცვითა და კურთხევით თვით ღვთისაგან მიიღებ შენდობას. თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

პავლე მოციქული, ეკლესიის ბურჯი, სახარების ქადაგებისათვის ყველაზე მეტად დამაშვრალი, წუხდა, რომ უფლის წინაშე მხოლოდ ცოდვებითა და უძლურებით წარდგებოდა. პავლე მოციქული, ეკლესიის ბურჯი, სახარების

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი. სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და


აი, ამისი საშუალება მოგვცა ძე ღვთისამ!

ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა, სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაბრუნებოდა.
აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით. ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან

საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა. საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე


იუდამ ღვთის დიდებას მიწიერი პატივი და ფული არჩია

უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არათუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ წმ. პავლესთან ერთად მოციქულთა თავადაც დაადგინა. იუდას ქმედების მიზეზი ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ის ეძებდა მარჯვე დროს, რათა გაეცა მოძღვარი. თანაც ამ დროს იგი უკვე მოციქული იყო და უშუალოდ მაცხოვრისგან ისმენდა ღვთის სიტყვას. ამასთან, მას მიცემული ჰქონდა ძალა სასწაულთქმედებისა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაეცა საშინელი დაცემით, რადგან ღვთის დიდებას მიწიერი პატივი და ფული არჩია. უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე


მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა

გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი განიკითხავდა იესოს, მეორე კი გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. და უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23, 43).
ორივე ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ამთავრებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ ცნობს, არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს, ალბათ, იმიტომ, რომ „სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია“ (2 კორ. 4, 3). მეორე ავაზაკი კი ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად. გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც

სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა. სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ჭეშმარიტი სინანულის შესანიშნავი მაგალითები

წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონის კითხვისას ჩვენს თვალწინ თითქოს გაცოცხლდა დაუღალავი ღვაწლისა და სინანულის შესანიშნავი მაგალითები და დიდებული ადამიანები; უწინარესად კი – ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, რომელმაც გვიჩვენა სულიერი კიბე, ამაო მიწიერი ყოფიდან ჩვენი ამამაღლებელი და ზეცად აღმყვანებელი, და წმ. მარიამ ეგვიპტელი – უეჭველი მაგალითი იმისა, თუ ჭეშმარიტ სინანულს როგორ შეუძლია ფერისცვალება და განბრწყინვება ცოდვით დამძიმებული ადამიანისა. წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონის კითხვისას

უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი. უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2