მტრობა - ციტატები, გამონათქვამები

მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წაართვით ცეცხლს საკვები და ის ჩაქრება. წაართვით მტრულ მხარეებს ყოველი ახალი დასაბამი მტრობისათვის და ყოველი ახალი დასაბამი მტრობისათვის და ძველი მტრობა ნელ-ნელა შესუსტდება, შეწყდება და დავიწყებას მიეცემა. წაართვით ცეცხლს საკვები და ის ჩაქრება. მტრულ

წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი, რათა პასუხი გაეცეს ორმხრივ წყენას. ამრიგად, წარმოიშობა წყენათა ჯაჭვი; და რამდენადაც თითოეული, რომელიც წყენაზე სანაცვლოს მიაგებს, ბუნებრივია, ეცდება, მოწინააღმდეგე დააუძლუროს და ბრძოლის უუნარო გახადოს, მაშინ, ბუნებრივია, ყოველი შემდგომი წყენა წინამორბედზე უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება. ამ ყოველივედან შესაძლოა, მივხვდეთ, რა სამართლიანად ბრძანებს მოციქული: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განიხილენით" (გალ. 5, 15). წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ

ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო თუ შეუბერავ, უფრო გაჩაღდება და მაშინ ხანძარსაც არაფერი აკლია. ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო შეუბერავ

განუსჯელ ქმედებებზე განუსჯელობით არ უნდა მივუგოთ განუსჯელ ქმედებებზე განუსჯელობით არ უნდა

შენი თავმდაბლობის შემყურე მტერიც თავმდაბალი გახდება შენი თავმდაბლობის შემყურე მტერიც თავმდაბალი

მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მტრის მიერ მიყენებულ პირველ წყენას, მიუტევეთ მას მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა. მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ

იყავი ცხვარი და მგლებს დაჯაბნი იყავი ცხვარი და მგლებს დაჯაბნი

მტერზე შურისძიების საუკეთესო საშუალება იმაში მდგომარეობს, რომ მას იგივე არ მივაგოთ და ხელისკვრის ნაცვლად მოკრძალებით დავამარცხოთ. მტერზე შურისძიების საუკეთესო საშუალება იმაში

რა საბრალო მდგომარეობაა სიძულვილს სიძულვილით მიაგო და წყენას - წყენით. მაგრამ თუკი მტერი შენზე ძლიერია? მაშინ რას მოემსახურება შენი შურისგების სიყვარული? შენი დაღუპვის დაჩქარებას ხომ არა? თანაბარი ძალების შემთხვევაში კი რას უნდა მოველოდეთ, თუ არა - ორმხრივ დაცემასა და უბედურებას? ბოლოს: მას რომც არ შესწვდეს შენთვის წინააღმდეგობის ძალა, განა ნაკლებად საშინელია ფარული განზრახვა, ვიდრე - აშკარა თავდასხმა? ხოლო ამაფორიაქებელი საზრუნავი, ცბიერება, ზრახვები, საკუთარი თავისთვის მავნე ქმედებები, მტანჯველი ფიქრები - თვით საკუთარ შეუძლებელ წარმატებაზეც კი და კიდევ უფრო მტანჯველი აზრი მოწინააღმდეგის წარმატებაზე, და ბოლოს, თვით წარმატებები, რომელსაც ახლავს სინდიდის უდიდესი მხილებანი, ზოგჯერ კი - საყოველთაო ზიზღი? ჰოი, რამდენი ტანჯვაა მოძულე გულისათვის, - ეს არის შხამი მიწაზე, ჯოჯოხეთის ცეცხლი. რა საბრალო მდგომარეობაა სიძულვილს სიძულვილით

თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია. თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები

მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2