შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვნებები და ცუდი ჩვევები, გულის ნიადაგზე აღმოცენდება. მათი ეკლიანი ფესვები მრავალი შრომით, ოფლითა და ცრემლით ამოიძირკვება, რომ გულის ნიადაგი განიწმინდოს და იქ თესლი – ღვთის სიტყვა – დაითესოს.
აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექ... იხილეთ სრულად
მწუხარებაში ღმერთი განისვენებს, შვებაში კი – ეშმაკი – ყველა ბოროტების მიზეზი. რაც არ უნდა დიდ ბრძოლაში ვიყოთ, ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის საზღაურს მიიღებს.
როგორც არ უნდა ვიტანჯებოდეთ, მოვა დრო, როცა ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის შესაბამის განსვენებას მიიღებს.