სიძვა, მრუშობა - ციტატები, გამონათქვამები
თუ შენს აზრებში ლამაზი სახე წარმოგიდგება, წარმოიდგინე იგივე ადამიანი უსახური ცხედრის სახით და ვნებიანი სურვილი შენს სულს აღარ დაამძიმებს.
ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალმა გამოდევნა სამოთხის მცხოვრებნი ღვთაებრივი სანახებიდან (ზირ. 25, 27).
უმჯობესია გახურებულ ცეცხლთან მიხვიდე, ვიდრე ყმაწვილ ქალთან, როდესაც თვითონაც ახალგაზრდა ხარ, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მეყსეულად განეშორები მას, ქალთან საუბარს კი მაშინვე ვერ დააღწევ თავს
გარადჩენის იმედი არ არსებობს მათთვის, ვინც სიძვის აზრებს ეთანხმება და ტკბობას განიცდის მათით; და პირიქით, ის, ვინც არ ეთანხმება მათ და წინააღმდეგობას უწევს მთელი ძალისხმევით, ლოცულობს მათ წინააღმდეგ - გვირგვინს მიიღებს უფლისგან.
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და... იხილეთ სრულად
ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ; რადგან, თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს. მაგრამ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენე... იხილეთ სრულად