მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს.
უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია... იხილეთ სრულად
მწუხარება და სნეულება უსაზღვრო საუკუნო დიდებას უმზადებს მათ, ვინც ითმენს და მადლობს ღმერთს. 5. გისურვებ, შვილო, მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა გაგაძლიეროს სნეულებისას, რომელიც ღვთის ნებით მოგეცა.
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილ... იხილეთ სრულად
იმ დროიდან მოყოლებული, როცა ჩვენმა ტკბილმა იესომ თავის უხრწნელ მხრებზე პატიოსანი ჯვრის ცხოველმყოფელი ძელი იტვირთა და ჯვარს ეცვა, მისი მიმდევრები საუკუნეების მანძილზე მრავალგვარ მწუხარებასა და განსაცდელს ითმენენ. ქრისტიანი ამით სხვ... იხილეთ სრულად
საუკუნო განსვენება მათთვისაა, ვინც სხვადასხვა მწუხარებას დაითმენს. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28), – ამბობს უფალი.