საღვთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებით და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღვთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, ...
იხილეთ სრულად
საღვთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებით და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღვთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, რომ განგწმინდოს, შვილობისა და ცათა სასუფევლის თანამკვიდრობის ღირსი გაგხადოს.
უფალი რომ გვახსოვდეს, ისიც გაგვახსენდებოდა, თუ რა გვიბრძანა მან, ღვთის შიში კი სჯულისდამცავ და ყურადღებიან ადამიანებად გვაქცევდა. გავიხსენებდით სამსჯავროს, გეენის ცეცხლს და სინანულის ცრემლს დავღვრიდით.
არ მიიღო არცერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკ...
იხილეთ სრულად
არ მიიღო არცერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკვლი და წყლულები ჩამოვირეცხოთ.
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინა...
იხილეთ სრულად
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინანულით საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდილნი წარუდგნენ უფალ ღმერთს, შეიტკბონ ნეტარება უფალთან სუფევისა.
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო...
იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).