მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები
მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები მარადისობა, გამონათქვამები, ციტატები
მართალია, ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რ... იხილეთ სრულად
დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე.
მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არა აქვს, შენს წინაშე შეუვალი მარადიულობაა, საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე.
მარადიულობის სიმართლე სულის მშვენიერებაშია.
რაც უფრო გაამშვენიერებთ სულს, მით უფრო მარადიულობას ეზიარებით!
მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.
ყოველი დაცემისას სატანა უფრო და უფრო გიახლოვდება, რომ სათამაშოდ გაქციოს და გაგამასხარაოს. გამოიღვიძე უგრძნობლობისგან, იფიქრე ზეციურზე და იმ შორეულ მოგზაურობაზე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
გახსოვდეს, რომ ჩვენი ბუნება მოკვდავია და სული ხორცს მოულოდნელად ეყრება. რა ამაო, ხანმოკლე და გაურკვეველია ცხოვრება! და მას სხვა, სრულიად განსხვავებული, დაუსრულებელი ცხოვრება ენაცვლება!