სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები
სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები სიზარმაცე, უდებება, მცონარობა
წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის... იხილეთ სრულად
უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა მისთვის არის დიდი ცოდვა, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ღმერთმა ეს სიცოცხლე მოგვცა ჩვენ არა შვებისა და ლხინისათვის, არამედ უმეტეს შრომისა, მეცადინეობისა და მოღვაწეობისათვის. კაცი, რომელი თვისსა ცხ... იხილეთ სრულად
სულიერი საქმიანობებისადმი თქვენი სიზარმაცე იქიდან მომდინარეობს, რომ საქმემ გაგიტაცათ. ძლიერ ნუ წარგიტაცებთ საქმიანობა, თორემ გონება აგემღვრევათ. გონების ამღვრევას კი გულის ამღვრევა მოჰყვება.
752. ერთ სქოლასტიკოსს, საცხოვრებლის მამებისთვის საყვარელ, ქრისტესმოყვარე კაცს, რომელიც ღვთის გულისათვის ჩვეულებრივ ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებდა მათ თხოვნებს, აბბამ აუცილებელ და გადაუდებელ საქმეში დახმარება სთხოვა; მაგრამ ის, ეშ... იხილეთ სრულად
564. ერთ-ერთი მდუმარე მამის თხოვნა იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისთვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა დ... იხილეთ სრულად
ზარმაცი და უსაქმური ცხოვრება იგივეა, რაც გამოუყენებელი და დაუმუშავებელი ყანა, რომელსაც მხოლოდ თივად გამოიყენებ.