მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
მოთმინება იქონიე და ჩვენი სახიერი ღმერთი თავისი უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულით ყველაფერს გამოასწორებს, ოღონდაც ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია.
ვინც უძლურთა სისუსტეებს ითმენს, სასყიდელი დიდი ექნება, რადგან ბევრი იტანჯა და ამის სანაცვლოდ შესაბამის საზღაურს სამართლიანად მიიღებს.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის.
არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს. ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად ... იხილეთ სრულად
განსაცდელების გარეშე არავინ შესულა სასუფეველში. მაგრამ ყველაფერში მოთმინებაა საჭირო.
სატანა გვაცდუნებს, პირველად მე, მოთმინება არ გვაქვს და ასე ვკარგავთ ყოველი განსაცდელის სარგებელს.