სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
7. თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი - მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან.
ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად გა... იხილეთ სრულად
ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყველასთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმობთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობთ სულიერ სიჯანსაღეზე. თითქოს ჩვ... იხილეთ სრულად
გული არის სულის სავანე, სული კი - ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
რწმენა ჩვენგან გულის განახლებას და სულის აღორძინებას მუდმივად მოითხოვს. ყოველ საღამოს საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ - ხარ თუ არა დღეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი?
როგორც კვდება სხეული, როცა მას სული დატოვებს, ასევე კვდება სული, როცა მას სულიწმიდა განეშორება.