შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები
შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები შეურაცხყოფა, ლანძღვა, გამონათქვამები
ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა.
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმას... იხილეთ სრულად
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.
სიმშვიდე არის გონების ისეთი წყობა, როდესაც ადამიანი ერთნაირია მაშინაც, როდესაც მას პატივს სცემენ და მაშინაც, როდესაც მას არ სცემენ პატივს და ყოველთვის გულწრფელად ლოცულობს თავისი შეურაცხმყოფელისათვის.
საჭიროა ყველა საშუალებით ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისაგან არ აღვშფოთდეთ, არამედ გადავიტანოთ იგი აუღელვებლად ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია ჩვენს ... იხილეთ სრულად
ჩვენ საკუთარ თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას, როდესაც ამას სხვას ვუკეთებთ
გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4, 5), ე.ი. თუ მრისხანებისგან თავის შეკავება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შე... იხილეთ სრულად
როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება... იხილეთ სრულად