მადლი და ჭეშმარიტება - ეს არის საუნჯე, რომლის მოხვეჭა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. მხოლოდ მათი წყალობით მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და მხოლოდ ამ გზით ვეზიარებით უფალს. მოციქული პავლე წერს: "უფალი სულია, ხოლო სადაც არის სუ...
იხილეთ სრულად
მადლი და ჭეშმარიტება - ეს არის საუნჯე, რომლის მოხვეჭა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. მხოლოდ მათი წყალობით მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და მხოლოდ ამ გზით ვეზიარებით უფალს. მოციქული პავლე წერს: "უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქ თავისუფლებაა" (2 კორინ. 3,17). თუ ჭეშმარიტებას შევიცნობთ, თავისუფლებისაკენ მიმავალი გზაც გაგვეხსნება. მაცხოვარი ბრძანებს: "და შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ" (იოანე 8,32). ჭეშმ...
link
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილ...
იხილეთ სრულად
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი. ამიტომაც წერენ ბრძენნი: შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გ...
link
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ ...
იხილეთ სრულად
თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე.
link
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ ...
იხილეთ სრულად
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.
link
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი. აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტები...
იხილეთ სრულად
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი.აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტების - ღვთის შეცნობით. ღვთის შეცნობა კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარი ნაკლის დანახვით და ყოველთა ცოდვათა დედის - ამპარტავნებისა და ეგოიზმის დაძლევით.
link
ამას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფლება!
საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უ...
იხილეთ სრულად
საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს როგორ აქცევს მონად მისი მიწიერი ვნებანი და, პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.
link
თავისუფლება თუ ცოდვის მონობა?
ასეთ მდგომარეობას უმეცარი თავისუფლება ჰქვია