უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
როცა უბედურებას ელი, მაშინაც კი ძნელი ასატანია იგი; ხოლო თუ უბედურება მოულოდნელია, - მძიმე როგორ არ იქნება?!
სიბრძნისმოყვარეობა ტანჯვისგან უფრო მხნევდება, და უბედურებებში მტკიცდება, როგორც გამოწრთობილი რკინა ცივ წყალში.
უბედურებები გამოავლენენ დიდებულებსა და წმიდანებს, მსგავსად იმისა, როგორც ომი შობს გმირებს.
ქრისტიანი, რომელიც უბედურებით არ არის გამოცდილი, იმ მეომარს ჰგავს, რომელიც ბრძოლაში ჯერ არ ჩაბმულა. მზერა, მიმართვა, მეთოდები, მეტყველება - ყოველივე ეს მის სიმამაცეს გვიჩვენებს; მაგრამ თუ იგი არსად შეხვედრია მტერს, არც კი დაუნახავ... იხილეთ სრულად
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდებ... იხილეთ სრულად
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. ... იხილეთ სრულად
წარსული უბედურებების გახსენება ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ვხედავდეთ დღევანდელ კეთილდღეობას.